რუბრიკები
ზუგდიდში ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტზე იმსჯელებენ
13 აგვისტოს 11:00 საათზე ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ქალაქ ზუგდიდის საკრებულო და მერია საჯარო განხილვის მიზნით წარმოადგენს ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტს. შეხვედრა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება–რესპუბლიკელების“ ინიციატივით გაიმართება. შეხვედრაზე პროექტს წარადგენენ ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქცია „ქართული ოცნება–რესპუბლიკელების“ წევრი გიორგი თოდუა და ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია. აღნიშნულ ღონისძიებას არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები დაესწრებიან. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცემა საკუთარი აზრი გამოთქვას ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით, კითხვები დაუსვას საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებს და მიიღოს პასუხები არჩეული თანამდებობის პირებისგან. აღნიშნული ღონისძიება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) დაფინანსებით ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ახორციელებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.