ზუგდიდში ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტზე იმსჯელებენ
15:33 / 12.08.2015
13 აგვისტოს 11:00 საათზე ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ქალაქ ზუგდიდის საკრებულო და მერია საჯარო განხილვის მიზნით წარმოადგენს ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტს.შეხვედრა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება–რესპუბლიკელების“ ინიციატივით გაიმართება. შეხვედრაზე პროექტს წარადგენენ ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქცია „ქართული ოცნება–რესპუბლიკელების“ წევრი გიორგი თოდუა და ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია. აღნიშნულ ღონისძიებას არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები დაესწრებიან. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცემა საკუთარი აზრი გამოთქვას ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით, კითხვები დაუსვას საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებს და მიიღოს პასუხები არჩეული თანამდებობის პირებისგან. აღნიშნული ღონისძიება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) დაფინანსებით ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ახორციელებს.
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები