Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/04/saagento-martla-mza.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
სამეგრელოს რეგიონში სოციალური დახმარება 809 ოჯახს შეუწყდა
თებერვალში, შემოსავლების სამსახურიდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე სოციალური დახმარება 17 781 ოჯახს შეუწყდა და შეუჩერდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი, ნოე ქინქლაძე აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, შეწყვეტილი დახმარების აღდგენის მოთხოვნით სააგენტოს 8 073 ოჯახმა მომართა. 2013 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით შეწყვეტილი დახმარება 2 721 ოჯახს აღუდგება, ხოლო შეჩერებული დახმარება 905 ოჯახს, რაც საერთო რაოდენობის 20,4%-ს შეადგენს. 30 ოჯახის საქმე საგამოძიებო ორგანოებს გადაეცა, რადგანაც მათ მაღალი შემოსავლები უფიქსირდებოდათ. თუ რამდენ ოჯახს შეუწყდა სოციალური დახმარება სამეგრელო-ზემო სვანეთში რადიო „ათინათი“ სამეგრელო -ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელთან ზურაბ ეგუტიასთან არკვევდა. ეგუტიას განცხადებით დღეის მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით,თებერვალში ფულადი შემწეობა 809 ოჯახს შეუწყდა, 518– მა ოჯახმა ხელახლი განაცხადი შემოიტანა და ამჟამად მიმდინარეობს ამ ოჯახების სოციალური მდგომარეობის გადამოწმება. რეგიონში 6738 ოჯახს საოციალური დახმარება ამ ეტაპზე შეუჩერდათ, მათგან იმ ოჯახებს, რომლებიც სოციალური შემოწმების შემდეგ დაბალ ქულას მიიღებენ,სოციალური დახმარება აღუდგებათ, ხოლო მაღალი ქულის მიღების შემთხვევაში კი შეუწყდებათ. რადიო „ათინათის“ კითხვაზე იგეგმება თუ არა სამომავლოდ სოციალური დახმარების ზრდა, ზურაბ ეგუტიამ უპასუხა,რომ მიმდინარეობს პროექტის შემუშავება, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ ივლისის თვეში, სოციალური დახმარება გაიზრდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.