მოსწავლეები რუსმა ოკუპანტებმა ადმინისტრაციულ საზღავრზე არ გადმოუშვეს (ვიდეო)
11:45 / 14.09.2015
წალენჯიხის რაიონის სოფელ წყოუშის საჯარო სკოლაში სწავლის გაგრძელება დღეს, მხოლოდ თერთმეტმა მაღალკლასელმა მოსწავლემ შეძლო. სამი პირველკლასელი კი აფხაზეთი-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე არ გადმოუშვეს.
წალენჯიხის გამგებლის, გოგა გულორდავას ინფორმაციით, ამ მოსწავლეებს გალში სწავლა რუსულ ენაზე მოუწევთ. ფახულანსა და სხვა მიმდებარე სოფლების სკოლებში მოსწავლეებმა შეძლეს ადმინისტრაციული საზღვრის გადმოკვეთა.
საზღვართან იმყოფებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მათი განმარტებით, წინა წლებთან შედარებით საზღვრისპირა სოფლებში მოქმედ სკოლებში გალიდან გადმოსულ ბავშვთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო ორგანიზაციებს საქმის კურსში ჩააყენებს და იმედოვნებს, რომ პრობლემა უახლოეს დროში მოგვარდება.
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები