Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/04/dakaveba-mza1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
სამეგრელოსა და კახეთში ქრთამის აღებისთვის რამდენიმე პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ქრთამის აღების ფაქტებზე, სამეგრელოსა და კახეთში რამდენიმე პირი დააკავეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამეგრელოში დაკავებულია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის გაერთიანების დირექტორი გოგი ახალაია, რომელსაც ბრალი 338-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წაყენებული. გამოძიებით დადგინდა, რომ ახალიამ ერთ-ერთ ინდმეწარმეს, რომელიც გარკვეულ სამუშაოებს ასრულებდა კომპლექსური სასპორტო სკოლის გაერთიანებისთვის, სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 500 ლარი გამოართვა. გოგი ახალაია სამართალდამცველებმა 4 აპრილს დააკავეს. ხოლო კახეთის რეგიონში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია ახმეტის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ზვიადაური. გამოძიების ინფორმაციით, მან უკანონო მშენებლობის მფარველობის მიზნით, ქრთამის სახით, 500 აშშ დოლარი აიღო. საგამოძიებო სამსახურმა ასევე დააკავა ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ ფიცხელაური. მან აკრძალული ხე-ტყის სამასალე მორების დამზადების სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო 400 ლარი. აღნიშნულ საქმეებზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.