რუბრიკები
„დედე“ – მარიამ ხაჭვანის ახალი ფილმი სიყვარულზე
მარიამ ხაჭვანი ახალ ფილმზე მუშაობს. რეჟისორის თქმით, ეს არის ფილმი სვან გოგონაზე, რომელიც სიყვარულისთვის იბრძვის და იმარჯვებს. „დედე” მარიამის მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრის, „დინოლას” სრული ვერსია იქნება. „დინოლა”, ისევე როგორც „დედე”, ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომელმაც მთავარი ჯილდოები 17 საერთაშორისო კინოფესტივალზე მოიპოვა და პირველი მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი გახდა, რომელიც ევროპის კინოაკადემიამ შეარჩია. „დედეს” გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობს, მთავარ როლებს კი ნათია ვიბლიანი, გიორგი ბაბლუანი და ნუკრი ხაჭვანი ასრულებენ. აღსანიშნავია, რომ ფილმის უმეტესი ნაწილი სვანურ ენაზე იქნება, ასევე სვანია ფილმის ყველა მსახიობი. მარიამ ხაჭვანს სვანეთთან მჭირდო კავშირი აქვს. რეჟისორი უშგულშია დაბადებული. თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, პირველივე სადებიუტო მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „დინოლამ” მას წარმატება მოუტანა, „დედე” კი რეჟისორისთვის პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი იქნება. მარიამ ხაჭვანი: „სვანეთი დიდი კულტურის მატარებელია. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა განსხვავებული ტრადიციებით, მაგრამ ეს ტრადიციები ხშირად არასწორი და უარყოფითი კუთხით არის ნაჩვენები. ამიტომ, გადავწყვიტე გადამეღო ფილმი, რომელიც ასახავს ნამდვილ სვანურ ყოფას, განსხვავებულს და საინტერესოს.” „დედე” სანდენსის და კანის კინოფესტივალებზე საუკეთესო პროექტებს შორის მოხვდა. რეჟისორი ცდილობს ფილმი 2016 წლის თებერვისთვის დაასრულოს, რადგან ჰქონდეს შანსი იგი კანის კინოფესტივალზე წარადგინოს. ავტორი: საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობს.
14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.
6 ივნისს, ზუგდიდში, კოსტავას N36-ში “ჯი პი აი ჰოლდინგის” ახალი ოფისი გაიხსნა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2024 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.