რუბრიკები
კარტოფილის ჩაქაფული
კარტოფილი - 1 კგ. მწვანე ლობიო ან სოკო - 0,5 კგ. ზეთი - 150 გ. ახალი ტყემალი -1 ჭიქა. თეთრი ღვინო - 1 ჭიქა. მწვანე ხახვი - 4-5 კონა. ახალი ნიორი - 1 კონა. ტარხუნა - 4-5 კონა. წიწმატი - 1 კონა. ქინძი, კამა, რეჰანი, ოხრახუში - თითო კონა. წიწაკა, მარილი - გემოვნებით წვრილად დაჭერით მწვანე ხახვი, ახალი ნიორი ფოჩებიანად, მწვანე წიწაკა, ქინძი, ოხრახუში, კამა, ტარხუნა და ცოტაოდენი წიწმატი. კარტოფილი გათალეთ და გაჭერით ოთხად. საშუალო ზომის ქვაბში ჩაასხით ზეთი და ფენებად ჩაალაგეთ ჯერ კარტოფილი, შემდეგ წინასწარ დაჭრილი მწვანილეული, სასურველია თუ ამის საშუალება იქნება ერთ-ერთ ფენად მოხარშული მწვანე ლობიო ან ქამა სოკო გამოიყენოთ (შეიძლება დაკონსერვებული სახით). ამის შემდეგ დაასხით წყალი დაახლოებით ქვაბის ნახევრამდე, შედგით ნელ ცეცხლზე და ხარშეთ. როცა კარტოფილი ნახევრად მოიხარშება დააყარეთ ახალი ტყემალი და მარილი გემოვნებით. როდესაც კარტოფილი სრულად მოიხარშება დაასხით ერთი ჭიქა თეთრი ღვინო, ადუღეთ კიდევ 5 წუთი და გადმოდგით ცეცხლიდან. მიირთვით გემრიელად !
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.