რუბრიკები
მეუფე გერასიმე: ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი ზუგდიდში დარჩება
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ხატის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა მეუფე გერასიმემ აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა ქადაგებისას მრევლს მეტი ლოცვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ღვთისმშობლის შესამოსელის ზუგდიდში დარჩენა მრევლის ვედრებასა და ლოცვაზეა დამოკიდებული. ამასთან, ტაძრის ეზოში შეკრებილმა მრევლმა,ღვთისმშობლის შესამოსელის ზუგდიდიდან გატანის წინააღმდეგ მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. „დედაღვთისმშობელმა დაგვანახა ჩვენ, იმ ადამიანებს, რომლებსაც გვერგო ეს დიდი წყალობა – იგი აქ იმყოფებოდეს და ჩვენ ვერ ვუფრთხილდებით მას, ჩვენ არ ვლოცულობთ, არ წარმოვთქვამთ მის სადიდებელ ლოცვებს. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ დედაღვთისმშობელმა გვიწყინოს, დედაღვთისმშობელმა მიიღოს სხვა გადაწყვეტილება“, – აღნიშნა მეუფე გერასიმემ ქადაგებისას.  მართლმადიდებელი სამყარო დღეს, 21 სექტემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი. ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინა. მათ აღთქმა დადეს, თუ ღმერთი შვილს მისცემდათ, ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. უფალმა იოაკიმესა და ანას ლოცვა-ვედრება შეისმინა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობს.
14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.
6 ივნისს, ზუგდიდში, კოსტავას N36-ში “ჯი პი აი ჰოლდინგის” ახალი ოფისი გაიხსნა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2024 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.