სექტემბრის ბოლომდე დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +36-38 გრადუსი იქნება
11:34 / 22.09.2015
თვის ბოლომდე საქართველოში მზიანი ამინდი და მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ცნობით, სექტემბრის თვის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე თბილი ჰაერის მასების ინტენსიური გადმოტანა ხდება, რის გამოც სექტემბერი ნორმასთან შედარებით საკმაოდ ცხელი თვეა. ტემპერატურა განსაკუთრებით მაღალია დასავლეთ საქართველოში, სადაც 36-38 გრადუსიც დაფიქსირდა. მათივე ცნობით, 27 სექტემბრის ჩათვლით დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 31-36 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში - 27-32 გრადუსია მოსალოდნელი. 25 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო, მაგრამ ღრუბლიანი ამინდი იქნება, ამიტომ ტემპერატურა მცირედით დაიკლებს და 24-29 გრადუსი დაფიქსირდება. შემდეგ დღეებში კი ტემპერატურა კვლავ მოიმატებს და 33 გრადუსამდე მიაღწევს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები