ზუგდიდში ფირნიშების შემოღებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მას ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
საკრებულოს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ლურჯი და თეთრი ფერების კომბინაციით შექმნილი სანომრე ფირნიშის ნიმუშები წარმოადგინეს. გარდა ამისა, ფირნიშებზე სარეკლამო ადგილის განთავსების საკითხიც განიხილეს. შეხვედრის ნაწილის აზრით, ფირნიშებზე რეკლამის განთავსება მიუღებელია, ხოლო ნაწილი ამ მოსაზრებას ემხრობა.
საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ფირნიშებზე რეკლამების განთავსება გადაწყდება, მისი დამზადების ხარჯებზე პასუხისმგებლობა, შესაძლებელია, იმ კომპანიებმა აიღონ, რომლებიც მასზე რეკლამებს განათავსებენ.
შეხვედრის მონაწილეებმა ფირნიშის დიზაინთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. საზოგადოება „ზუგდიდელის“ წარმომადგენლის კარლო ვეკუას თქმით, უმჯობესია, ქუჩის დასაწყისში ქუჩის სახელი იყოს მითითებული, ხოლო სახლებსა თუ შენობა - ნაგებობებს მხოლოდ ნომრები მიენჭოს, რაც თავისთავად ხარჯებსაც შეამცირებს.
საკრებულოს წევრის კახაბერ ფარცვანიას აზრით, კარგი იქნება, თუ ფირნიშებს დადიანების სასახლის ქონგურის კონტურები ექნებათ.
ფირნიშების დიზაინის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მსჯელობა გაგრძელდება.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები