რუბრიკები
„ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“- შემაჯამებელი ღონისძიება (ვიდეო)
„ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“ - ორწლიანი პროექტი დასრულდა. შემაჯამებელ ღონისძიებაში, რომელიც საზეიმო ვითარებაში გაიმართა, პროექტის პარტნიორი საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, პედაგოგებმა, დირექტორებმა, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. პროექტში ჩართულმა ახალგაზრდებმა წარმატების ისტორიის პრეზენტაცია გამართეს, რომელშიც თავიანთი მიღწევების ამსახველი ვიზუალური მასალა წარმოადგინეს. ღონისძიების ბოლოს თითოეულ სტუმარს შესაძლებლობა ჰქონდა, ორწლიანი მუშაობის შედეგი შეეფასებინა. ასოციაცია „ათინათი“ პროექტს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლაში ორი წელია ახორციელებს. ის 600 მოსწავლეს, 40 მასწავლებელს და 10 დირექტორს აერთიანებდა.პროექტის ფარგლებში40 საქველმოქმედო, სათემო და მოხალისეობრივი აქტივობა, გამწვანებისა და დასუფთავების 10 აქცია, 35 ახალგაზრდული ინიციატივა, 30-მდე ტრენინგი და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ადამიანებთან და ექსპერტებთანშეხვედრა გაიმართა.მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში30 პროექტიდაფინანსდა.მოეწყო ზამთრისა და ზაფხულის ბანაკები, კონფერენციები და სასწავლო ვიზიტები საქართველოს რეგიონებში.მისი მიზანი კონფლიქტით დაზარალებულიახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის გაზრდა და მათთვის პროფესიული და ზოგადი განვითარების ხელშეწყობაა. პროექტი, „ათინათის“ ორგანიზებით, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით განხორციელდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.