ინგრედიენტები:
ბადრიჯანი 2 ცალი
ყაბაყი 2 ცალი
პომიდორი 6 ცალი
მაგარი სახეობის ყველი 150 გრ
ზეთი 3-4 სკ
ნიორი 3-4 კბილი
მარილი და წიწაკა გემოვნებით
ბაზილიკი (რეჰანი)
მომზადების წესი:
1.  ბადრიჯანი  და  ყაბაყი  გათალეთ,  დაჭერით  თხლად  გრძელ  ნაჭრებად,  მოაყარეთ  ცოტა  მარილი.
2.  პომიდორი  დაჭერით  რგოლებად.
3.  ცეცხლგამძლე  ჭურჭელში  რიგ-რიგობით  ჩაალაგეთ  მომზადებული  ბოსტნეული   და  თხლად  დაჭრილი  მაგარი  სახეობის  ყველი.
4.  ზეთში  აურიეთ  დაჭყლეტილი  ნიორი,  მარილი,  წიწაკა  და  ბაზილიკი,  მოასხით  თანაბრად  ბოსტნეულს.  შედგით  200  გრადუსზე  გახურებულ  ღუმელში,  დასრულებამდე  3  წუთით  ადრე  მოაყარეთ  გახეხილი  ყველი.
გემრიელად  მიირთვით!
			 
			
მასალის გამოყენების პირობები