რუბრიკები
ზუგდიდის სტადიონის მშენებლობაზე ხელმეორედ გამოცხადებული ტენდერი არ შედგა
ქალაქ ზუგდიდში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში სამშენებლო კომპანიებმა მონაწილეობა არ მიიღეს. შესაბამისად, ტენდერი არ შედგა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სტადიონის მშენებლობაზე განმეორებით ტენდერი 18 სექტემბერს გამოცხადდა და წინადადებების მიღება 28 სექტემბერს დასრულდა. ზუგდიდის სტადიონის მშენებლობაზე პირველად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანია, რომელიც რუსეთის ფედერაციაში იყო რეგისტრირებული, სატენდერო კომისიის მიერ დისკვალიფიცირებულ იქნა. სამშენებლო კომპანიას, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, უარი არასრულყოფილი დოკუმენტების წარდგენის გამო განეცხადა. “ფიფას” სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში იგეგმება. სამშენებლო სამუშაოები სამ ეტაპად განხორციელდება: პირველი ეტაპი 2015 წლის 10 დეკემბრამდე დასრულდება, მეორე ეტაპის - 2016 წლის 10 დეკემბრამდე , ხოლო მესამე ეტაპისა – 2017 წლის 30 სექტემბრამდე. სტადიონის მშენებლობა „თბილქალაქ პროექტ“- მა დააპროექტა. მისი ღირებულება ჯამში 16 მლნ ლარს შეადგენს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.