რუბრიკები
ბითლზის პირველი კონტრაქტი 77 000 დოლარად გაიყიდა
ჯგუფ ბითლზის მიერ 1961 წელს გაფორმებული ხელშეკრულება აუქციონზე დაახლოებით 77 000 დოლარად გაიყიდა. დოკუმენტი 1961 წელს სიმღერის My Bonnie-ის ჩანაწერისთვის გაფორმდა. ნიუ იორკში გამართულ კულტურული მემკვიდრეობის აუქციონზე დოკუმენტის საწყისი ღირებულება 75 000 დოლარი იყო. კონტრაქტი გაფორმებულია ტონი შერიდანისა და The Beat Brothers-ის ბენდის სახელით. სიმღერამ My Bonnie შთაბეჭდილება მოახდინა ბრაიან ეპშტეინზე, რომელიც გახდა ჯგუფის მენეჯერი და ბენდი ჩამოაყალიბა ჯგუფ The Beatles-ად. ადრეულ 60-იან წლებში ბითლზი გამოდიოდა ჰამბურგის ღამის კლუბში, სადაც გაფორმდა ხელშეკრულება. კონტრაქტი ბითლზების კოლექციონერმა უვე ბლეშკიმ გაყიდა. როგორც აუქციონის დირექტორი ამბობს, რომ არა სიმღერა My Bonnie, ჯგუფს შეიძლება ვერასდროს მიექცია ბრაიან ეპშტეინის ყურადღება და ვერ გამხდარიყო ბითლზი. სიმღერა გამოიცა გერმანიაში, მომდევნო წელს კი ჯგუფმა გამოუშვა სიმღერა Love Me Do, რომელიც გახდა ჯგუფის, როგორც ბითლზის, პირველი ჰიტი
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.