რუბრიკები
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრთა ეთიკის კოდექსი დამტკიცებულია (ვიდეო)
დღეს ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ დეპუტატთა ეთიკის საკუთარი კოდექსი ერთხმად დაამტკიცა. კოდექსის პროექტი ფრაქციამ “ზუგდიდის მომავლისთვის” შეიმუშავა. ზუგდიდი არის პირველი ქალაქი საქართველოში, რომელსაც საკუთარი ეთიკის კოდექსი გააჩნია. მისი მიზანია დაადგინოს საკრებულოს წევრების მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტები და ასევე, ხელი შეუწყოს დეპუტატების მოვალეობების ღირსეულად და კეთილსინდისიერად შესრულებას. ახლად დამტკიცებული ეთიკის კოდექსის პრინციპებია: საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხის ერთგულება, ადამიანის უფლებების, თავისუფლებისა და ღირსებების პატივისცემა, პატიოსნება, საქვეყნოობა, ანგარიშვალდებულება ამომრჩევლის წინაშე, კაცთმოყვარეობა და დათმენის უნარი, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, ტოლერანტობა და სხვ. ამავე კოდექსის მიხედვით, საკრებულოს წევრი ვალდებულია: დაიცვას საკრებულოს წევრთა ეთიკის კოდექსის მოთხოვნები, თავისი საქმიანობით გააუმჯობესოს საკრებულოსა და მისი სტრუქტურების მუშაობა, აქტიურად ითანამშრომლოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებთან და ა.შ. აღნიშნული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, შესაბამის ეთიკის ჯგუფს, რომელიც ამავე კოდექსით რეგულირდება, შეუძლია დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომები მიიღოს. ესენია: წესრიგისკენ მოწოდება, გაფრთხილება, გაფრთხილება ოქმში შეტანით. დარღვევის ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე ეთიკის ჯგუფს ასევე შეუძლია გაასაჯაროვოს საკრებულოს წევრის ვინაობა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ ეთიკის კოდექსის პროექტის ავტორებს და საერთაშორისო ორგანიზაციის NDI  საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს, რომლებიც ასევე მუშაობდნენ აღნიშნულ პროექტზე, მადლობა გადაუხადა. "დარწმუნებული ვარ მოხდება ამ ინიციატივის ტირაჟირება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს პოლიტიკური კულტურისა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის ამაღლებას, ჭეშმარიტად დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში” - თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 26 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.