რუბრიკები
დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს დღეს გამართულ სხდომაზე მერიის ქალაქმშენებლობის სამსახურის წარმომადგენელი რომან დარასელია და დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.  კამათი მაღალსართულიან სახლებში ლიფტების გაუმართაობის საკითხის განხილვამ გამოიწვია. წითლიძემ ქალაქმშენებლობის სამსახურის თანამშრომელს საქმის კეთებისკენ მოუწოდა და უთხრა, რომ ისწავლონ წერილების კითხვა და მოქალაქეების განცხადებები უყურადღებოდ არ დატოვონ.  მისივე თქმით, მისთვის ცნობილია, რომ კომბინატში,  35-ე კორპუსში მცხოვრებლებმა მერიაში ლიფტის შეკეთების თაობაზე განცხადება შეიტანეს, თუმცა დღემდე იქ ლიფტი არ მუშაობს. რომან დარასელიამ  წითლიძეს კორექტულობისკენ მოუწოდა და თქვა, რომ მის სამსახურში აღნიშნული განცხადება არ შესულა. დეპუტატების თქმით, ქალაქ ზუგდიდში მაღალსართულიან კორპუსებში ლიფტების პრობლემა არსებობს და ამ საკითხზე მერიამ აქტიურად უნდა იმუშაოს. გარდა ამისა, საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ზუგდიდში ელექტრიკოსები, რომლებიც ლიფტების შეკეთებაზე და მონტაჟზე მუშაობენ, არ ჰყავთ და  ხელოსნები  ქუთაისიდან ჩამოჰყავთ. მათივე თქმით, უმჯობესია რამდენიმე ელექტრიკოსი ამ მიმართულებით გადამზადდეს, რათა სამუშაოები ადგილობრივი რესურსით შესრულდეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.