რუბრიკები
ზუგდიდის საკრებულოში შესაძლებელია შესყიდვების სამსახურის უფროსი დაიბარონ (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციური პარტიის დეპუტატები მერიის შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელებისგან ე.წ. „ჩავარდნილი“ და გამარტივებული შესყიდვების მოთხოვნების გაზრდასთან დაკავშირებით, განმარტებებს ითხოვენ. დეპუტატებმა მოთხოვნა, მას შემდეგ დააყენეს, რაც მერიამ  გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობა დღეს გამართულ სხდომაზე 2-ჯერ ითხოვა. კერძოდ, მერიამ დღეს გამარტივებული შესყიდვა ლიფტის შეკეთებაზე (450ლარი ღირებულების) და სოფელ ჩხორიაში ფეხბურთის სტადიონის მშენებლობის დასრულებაზე (შესყიდვის ღირებულება 18 900 ლარი) მოითხოვა. „ეს ისევ თქვენი - უმრავლესობის  პრობლემა იქნება, ჩვენი კი არა. ლოგიკურად ვსვამთ შეკითხვას: რას აკეთებს შესყიდვების სამსახური? იქნებ მოვიდნენ გვითხრან... იქნებ ჩვენი დახმარება სჭირდებათ....რატომ უარდებათ ამდენი ტენდერი?  ეს ხომ შემთხვევით არ ხდება? ან რატომ ითხოვენ ამდენ გამარტივებულ შესყიდვას? - თქვა სხომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ. გარდა ამისა, დეპუტატმა  „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან კონჯარიამ, ასევე ეჭქვეშ დააყენა ზუგდიდში სტადიონის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის საკითხი. „ორჯერ ჩავარდა სტადიონის მშენებლობაზე 9 მილიონის ღირებულების ტენდერი. შესაძლებელია მერიამ ამაზეც შემოგვთავაზოს გამარტივებული შესყიდვა“, -თქვა წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარიამ. ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლებს საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა და თქვა, რომ გამარტივებული შესყიდვების მოთხოვნის მიზანშეწონილობაზე მსჯელობა შეიძლება, თუმცა ზოგიერი ეჭვი რეალურ საფუძვლებს მოკლებულია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.