Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/04/ucha-pocxoshi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/04/ucha-pocxoshi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/04/ucha-pocxoshi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/04/ucha-pocxoshi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
სახალხო დამცველმა ზუგდიდში ვიზიტი შეაფასა
საქართველოს სახალხო დამცველმა 17 აპრილს ზუგდიდში განხორცილებული ვიზიტი შეაჯამა. ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა ფოცხო-ეწერში ჩასახლებული დევნილები მონახულეს.  აპარარტის მიერ გავრცელებულ  განცხადებაში ფოცხოში , მცხოვრები დევნილების პრობლემებია აღნიშნული. „საქართველოს სახალხო დამცველმა გასულ წლებშიც არაერთი რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ფოცხო–ეწერში არსებული მდგომარეობის გამოსწორების შესახებ. საქართველოს სახალხო დამცველი განაგრძობს თითოეული დევნილისა და მათი ოჯახების პრობლემების შესწავლას. იგი  ასევე შეისწავლის იმ საკითხებს, რომლებიც მთელ დასახლებას აწუხებს და უახლოეს მომავალში შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და ადგილობრივ ხელისუფლებას, რათა დროულად მოგვარდეს დევნილთა პრობლემები და მათ ჰქონდეთ საშუალება იცხოვრონ ღირსეულ პირობებში და დაცული იყოს მათი ჯანდაცვის, გადადგილებისა და სოციალური უფლებები.“-აღნიშნულია განცხდებაში. ვიზიტის შემაჯამებელ განცხადებასი ასევე საუბარია ზუგდიდის #4 სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე, სადაც 156 პატიმარი იხდის სასჯელს. „დაწესებულებაში რადიკალურად შეცვლილია სიტუაცია პატიმრების მიმართ მოპყრობის კუთხით. თუმცა, იქ არსებული საყოფაცხოვრებო პირობები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, უახლოეს პერიოდში გადაჭრას ზუგდიდის #4 დაწესებულების პრობლემა, რათა ყველა პატიმარს ჰქონდეს საშუალება ღირსეულ საყოფაცხოვრებო პირობებში მოიხადოს სასჯელი“-, ნათქვამია განცხადებაში. ოფიციალური ვიზიტის დასასრულს უჩა ნანუაშვილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ვიზიტის შემაჯამებბელ შეფასებაში აღნიშნულია, რომ „უჩა ნანუაშვილმა დაინტერესებულ საზოგადოებასა და ჟურნალისტებს გააცნო 2012 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, მოისმინა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მოსაზრებები და უპასუხა მათ კითხვებს. საქართველოს სახალხო დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აცნობა, რომ გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, სახალხო დამცველის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ოფისების გაძლიერების  მიზნით, იმუშავებენ ადამიანის უფლებათა ოფიცერი და ხუთ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში (სენაკი, ფოთი, წალენჯიხა, მესტია, მარტვილი) საკონტაქტო პირები, რომლებიც ადგილებზე მოახდენენ სხვადასხვა უფლებადარღვევის იდენტიფიცირებას და მოძიებულ მასალებს რეაგირებისათვის სახალხო დამცველის ოფისს გადასცემენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კმაყოფილება გამოთქვეს, რომ 2013 წელს ზუგდიდში უკვე მეორედ გაიმართა შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველთან და უშუალოდ მისგან მოისმინეს 2012 წლის ანგარიშის ძირითადი საკითხები-,“აღნიშნულია განცხადებაში.      
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.