რუბრიკები
ზუგდიდში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე და ქალთა უფლებებზე იმსჯელეს (ვიდეო)
ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის  ორგანიზებით, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა.შეხვედრაზე ორ აქტუალურ თემაზე - გენდერულ თანასწორობაზე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებებზე ისაუბრეს. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა  ამ მიმართულებებით სხვადასხვა ინიციატივა წამოაყენეს.მედიასაშუალებებს და ადგილობრივ მთავრობას კი ამ პრობლემებით უფრო მეტი დაინტერესებისკენ მოუწოდეს. ზუგდიდის მედიაცენტრის ხელმძღვანელის ლევან სულაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ამ კუთხით მუშაობა, შეზღუდული შესაძლებლობების პირების დახმარება.მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში, ასევე გენდერული თავლსაზრისით ქალების უფლებების დაცვა.მისივე თქმით, შეხვედრაზე წამოყენებული ინიციატივები და რეკომენდაციები აუცილებლად მივა კომპეტენტურ პირებამდე. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. „ყველა ინიციატივა და ახალი პროექტი, რომელიც უკვე დაწყებულია ამ მიმართულებებით, იქნება უფრო პროდუქტიული, უფრო შედეგის მომტანი და ორიენტირებული ქალაქის სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.“-განაცხადა ქალაქის საკრებულოს თავმჯომარემ მერაბ ქვარაიამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 26 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.