რუბრიკები
რეზო გიგინეიშვილის ფილმის, „საზღვრების გარეშე“ პრემიერა გაიმართა
საერთაშორისო კომედიის „საზღვრების გარეშე“ საპრემიერო ჩვენებები, რომელთა რეჟისორები გიგინეიშვილის გარდა, რომან პრიგუნოვი და კარენ ოგანესიანი არიან, თბილისსა და ერევანში გაიმართა. ფილმის გადაღებები, ნაწილობრივ, სწორედ ამ 2 დედაქალაქში მიმდინარეობდა, „საზღვრების გარეშე“ მოგვითხრობს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ადამიანების ურთიერთობის შესახებ, მასში მთავარ როლებს ასრულებენ ანა ჩიპოვსკაია, რავშანა კურკოვა, ალექსანდრ პალი, ეგორ კორეშკოვი და მილოშ ბიკოვიჩი. ცოტა ხნის წინ, სურათის პრემიერა საქართველოში შედგა, სადაც გიგინეიშვილი გადამღებ ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა. რასაკვირველია, სტუმრებს მასპინძლობა თავად რეზო გიგინეიშვილმა გაუწია, რომელმაც უცხოელებს თბილისის მასშტაბით ექსკურსია მოუწყო, დაათვალიერებინა რეზო გაბრიაძის სახელობის თეატრი და ნარიყალას ციხე. სეირნობა ტრადიციული ქართული სუფრითა და ანსამბლ „შვიდკაცას“ სიმღერებზე ცეკვით დაგვირგვინდა. შეგახსენებთ, რეზო გიგინეიშვილმა სურათის, სახელწოდებით „საზღვრების გარეშე“ „მოგზაურობა“ ივნისში მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალიდან დაიწყო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.