რუბრიკები
ფრანგული გრანეტი "დოფინუა"
ინგრედიენტები: • 600 გ. კარტოფილი. • 300 მლ. რძე. • 100 მლ. ნაღები 48%-იანი. • ½ ჩ.კ. მუსკატის კაკალი. • 100 გ. ყველი (გრიუიერი). • 4 კბილი ნიორი. • მარილი და პილპილი გემოვნებით. მომზადების წესი: ✔ გათალეთ კარტოფილი და დაჭერით თხელ, მრგვალ ნაჭრებად (2-3 მმ.). გათლილი კარტოფილი არ გარეცხოთ, რადგან სახამებელი გამოვა და კერძი აღარ შესქელდება. ✔ საშუალო ცეცხლზე აადუღეთ რძე და ნაღები. როდესაც დუღილს დაიწყებს დაუმატეთ კარტოფილი. კარგად ამოურიეთ და შეკმაზეთ მუსკატის კაკალით (ფხვნილი), მარილითა და პილპილით. ✔ დაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ 8-10 წუთი თან ურიეთ, რომ არ მიიკრას. შემდეგ დაუმატეთ გახეხილი ყველი, კარგად ამოურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან. ✔ ამ ყველაფერს შეურიეთ გაჭყლეტილი ნიორი და მოათავსეთ ღრმა საცხობ ტაფაზე. შედგით 120 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 25 წუთით. ✔ იმისათვის, რომ გრატენი ზევიდან მობრაწოთ, შემოდგით ის ყველაზე მაღალ თაროზე, მაქსიმალურად აუწიეთ ტემპერატურას და ზუსტად ერთი წუთი გააჩერეთ. ☛ კერძი გათვლილია 4 ულუფაზე. გემრიელად მიირთვით
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.