სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც რადიო "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ.
"2013 წლის 19 აპრილს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციაზე მონიტორინგს განახორციელებენ.
საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. სწორედ ამიტომ და ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის რწმუნებულები 19 აპრილის აქციის მსვლელობას ადგილზე დააკვირდებიან.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც რაიმე სახის დარღვევას შენიშნავს, მიმართოს სახალხო დამცველის აპარატს."-აღნიშნულია განცხადებაში
სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.
|


მასალის გამოყენების პირობები