რუბრიკები
კურორტი “თეთნულდი” მალე პირველ ტურისტებს მიიღებს

თეთნულდის სათხილამურო კურორტის მშენებლობა გეგმის მიხედვით მიდის. სამშენებლო სამუშაოები თითქმის დასრულებულია. პროექტის განმახორციელებელი კომპანია „თეთნულდის” ხელმძღვანელი უკა კილაძე აცხადებს, რომ რეგიონში მოსული მცირე თოვლის მიუხედავად სამუშაოები არ შეფერხებულა. ამ დროისთვის დამონტაჟებულია თითქმის ყველა სადგური, მიმდინარეობს ელექტრო და წყლის დაერთება.

კილაძის განცხადებით, დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური სამუშაოები. კურორტი პირველ ტურისტს 2015 წლის დეკემბერში მიიღებს.

კურორტ „თეთნულდის” მენეჯმენტს კომპანია „თეთნულდი” ახორციელებს. სათხილამურო-საბაგირო ინფრასტრუქტურა მოწოდებულია ფრანგული კომპანია “Pomagalski”-ის მიერ. საბაგიროების მონტაჟს ავსტრიული კომპანია “RMS” ახორციელებს.

პროექტი საფრანგეთის მთავრობის კრედიტით და საქართველოს მთავრობის ფინანსური დახმარებით ხორციელდება. საფრანგეთის მთავრობის კრედიტი 18 მილიონი ევროა, საქართველოს მთავრობა კი სულ 100 მილიონი ლარის აქტივობებს ახორციელებს.

კურორტის მთლიანი ფართობი 7000 ჰექტარია.  გამოთვლების მიხედვით კურორტს ერთდროულად შეეძლება მოემსახუროს 4100 მოთხილამურეს, საბაგიროების საერთო გამტარიანობა – 8400 ადამიანი/საათში, კურორტის ტურისტული ტევადობა არის 6806 ადამიანი.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.