რუბრიკები
ანაკლიის პორტთან 600 ჰექტარზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მოეწყობა
ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 600 ჰექტარზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა გაკეთდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა. საქართველოს პარლამენტში "აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში მეორე დღეა ღონისძიებები მიმდინარეობს. მინისტრის თქმით, ფორუმის შედეგად საქართველოში არაერთი ახალი პროექტი განხორციელდება. “თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კანონი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ. მას სჭირდება დახვეწა, თუმცა დღეს ეს კანონი შესაძლებლობას იძლევა, რომ პროდუქცია საქართველოში აწარმოონ და შემდეგ შეიტანონ ევროპაში”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. თბილისში “აბრეშუმის გზის” ფორუმი გრძელდება. დღეს ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა საქართველოში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები იქნება.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.