რუბრიკები
გონერ პაპავა - ჩემი გათავისუფლება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა
  ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ყოფილი უფროსი გონერ პაპავა  მის მიმართ არსებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ თანამდებობიდან მისი გათავისუფლება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. „განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა რესურსცენტრში სამჯერ განახორციელა სხვადასხვა სახის შემოწმება, თუმცა  სამსახურის მიერ არც ფინანსური და არც ადმინისტრაციული დარღვევა არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, არც ერთ თანამშრომელს შენიშვნა არ მიუღია, გაიცა მხოლოდ რეკომენდაციები. ის მოკლე ვადებში იქნა გათვალისწინებული“, -  თქვა მან. რესურსცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ მიღებული გადაწყვეტილება, რეალურად, განათლების მინისტრს თამარ სანიკიძეს არ ეკუთვნის და ამაში „სხვა ჯგუფები“ არიან ჩართულნი. მისი თქმით, თამარ სანიკიძე ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც 2014 წლისარჩევნებისშემდეგ სკოლებისდეპოლიტიზირება შეძლო. აქვე, პაპავამ ზუგდიდში „სააკაშვილის ცხრაწლიან მმართველობაზე“ გადაღებული ფილმის ჩვენების შესახებ მოსწავლეებისა და მასწავლებლების დაუწყებაზე ისაუბრა და აღნიშნულში ადგილობრივი თვითმმართველობა დაადანაშაულა. „სწორედ მათი მხრიდან იქნა შეცდომაში შეყვანილი სკოლის საუკეთესო პედაგოგები, დირექტორები, რომლებმაც დისციპლინარული სახდელი დაუმსახურებლად,  თვითმმართველობის აქტიური ჩარევის შედეგად, მიიღეს “, - აცხადებს პაპავა. ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია საგანმანათლებლო რესურსცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ ის განათლების სამინისტროს საქმიანობაში არ ერევა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გონერ პაპავა თანამდებობიდან 15 ოქტომბერს გაათავისუფლა. უწყებაში აცხადებენ, რომ გათავისუფლების მიზეზი სხვადასხვა დარღვევები გახდა. მათ შორის იყო ფინანსური და ადმინისტრაციული დარღვევები. ამჟამად, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობას რესურსენტრის უფროსი სპეციალისტი მამუკა ბულია ასრულებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.