ხობში “თავისუფალმა დემოკრატებმა” პარტია დატოვეს (ვიდეო)
12:49 / 20.10.2015
„თავისუფალი დემოკრატების“ ხობის რაიონული ორგანიზაცია გაუქმდა. ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარის ნუგზარ შუშანიას განმარტებით, პარტიის 70-ვე წევრმა და 200-მდე მხარდამჭერმა ხობში „თავისუფალი დემოკრატების“ რიგები დატოვა და „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა. პარტიის უკვე ყოფილი წევრების განცხადებით, ამის მიზეზი ირაკლი ალასანიას პარტიის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსი და მათ მხარდამჭერ აქციებზე სიარულია.
ნუგზარ შუშანიამ ამის მაგალითად გუშინდელი დღე მოიყვანა, როდესაც "თავისუფალი დემოკრატების ლიდერები: ბუკა პეტრიაშვილი და სხვები “რუსთავი2”-ის მხარდაჭერას ღიად გამოხატავდნენ. მისი განმარტებით, “რუსთავი 2” არ არის დამოუკიდებელი მედია და ის “ნაციონალური მოძრაობის” მთავარ რუპორად დღემდე ითვლება.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები