რუბრიკები
ქათმისა და ჩორიზოს პაელია
რეცეპტის ინგრედიენტები: 2 კბილი ნიორი 1 თავი ხახვი 1 სტაფილო 15 გრ. ახალი, ფართოფოთლებიანი ოხრახუში 70 გრ. ძეხვი ჩორიზო 2 კანგაცლილი და უძვლო, უმაღლესი ხარისხის ქათმის ბარკალი ზეითუნის ზეთი 1 ჩაის კოვზი შებოლილი პაპრიკა 1 წითელი წიწაკა 1 სუფრის კოვზი პამიდვრის პიურე 1 კუბიკი ქათმის ბულიონი 300 გრ. ბრინჯი 100 გრ. გაყინული მუხუდო 200 გრ. მოხარშული კრევეტები 1 ლიმონი მომზადების წესი: 1. გაფცქვენით და წვრილად დაჭერით ნიორი, ხახვი, ასე დაჭერით სტაფილოც. წვრილად დაჭერით ოხრახუშის ღეროები. დაჭერით ჩორიზო და ქათმის ბარკლები. 2. დაასხით ზეთი დიდ, ფართო და ღრმა ტაფაზე და დადგით დაბალ ტემპერატურაზე. დაუმატეთ ნიორი, ხახვი, სტაფილო, ოხრახუშის ღეროები, ჩორიზო, ქათამი, პაპრიკა და თუშეთ 5 წუთით, ურიეთ მუდმივად. 3. გააცალეთ თესლი წიწაკას, დაჭერით და დაამატეთ ტაფაზე. თუშეთ კიდევ 5 წუთით. 4. შეურიეთ პამიდვრის პიურე და მოაფშვენით ბულიონის კუბიკი, შემდეგ შეურიეთ ბრინჯი და ურიეთ ორიოდე წუთით, ამრიგად ის დაიწყებს სასიამოვნო გემოთი გაჯერებას. 5. ჩაასხით 750 მლ. მდუღარე წყალი და დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი და პილპილი. დააფარეთ და აადუღეთ, შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთით. გამუდმებით ურიეთ. საჭიროებისამებრ დაუმატეთ წყალი. 6. შეურიეთ მუხუდო და კრევეტები, ისევ დააფარეთ და ადუღეთ კიდევ 5 წუთით. შეაზავეთ თქვენი გემოვნებით, შემდეგ დაჭერით ოხრახუშის ფოთლები და მოაყარეთ ზემოდან პაელიას. გემრიელად მიირთვით ლიმონის ნაჭრებთან ერთად!
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.