Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/04/gamgeoba-mza.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/04/gamgeoba-mza.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/04/gamgeoba-mza.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/04/gamgeoba-mza.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
საერთაშორისო გამჭვირვალობა: ადგილობრივი თვითმმართველობები წინამორბედის მანკიერ პრაქტიკას აგრძელებენ
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტების ახალი ხელმძღვანელების მიერ თანამშრომლებზე პრემიების დაუსაბუთებლად გაცემაზე საუბრობენ. საერთაშორისო გამჭვირვალობის წარმომადგენლები ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებულ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ 2013 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში სამეგრელო ზემო-სვანეთის თვითმმართველ ერთეულებში პრემიის სახით ჯამში 775 328 ლარი იქნა გაცემული. გამჭვირვალობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრემიების გაცემის დროს კვლავ შეიმჩნევა არსასურველი ტენდენციები, კერძოდ პრემიის გაცემა ხდება კანონის მოთხოვნათა იგნორირებით, გაუგებარია რა განსაკუთრებული წვლილისა და დამსახურებისთვის გაიცემა ისინი და ასევე გაუმჭვირვალეა პრემიების რაოდენობის განსაზღვრის პრინციპი. საერთაშორისო გამჭირვალობის ზუგდდის ოფისის წარმომადგენელი არჩილ თოდუა მიიჩნევს, რომ პრემიების გაცემა საჯარო სამსახურებში არსებული დაბალი ხელფასებით და კვალიფიციური კადრების მოზიდვით არის განპირობებული. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარება სამართლებრივ ჩარჩოებში მარტივად არის შესაძლებელი, აუცილებელია მოხელეთა იმდაგვარი სახელფასო განაკვეთის შემუშავება, რომ მისი გაცემა უფრო მოქნილი და გამჭვირვალე გახდეს",-აცხდადებს არჩილ თოდუა. 2013 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით ზუგდიდის გამგეობაში პრემიები სახით 214 150 ლარი გაიცა, ხოლო საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე კი 84 830 ლარი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო სამსახურის უფროსი თამილა ნასარიძე პრემიების გაცემი აუცილებლობას საჯარო პირების დაბალი ხელფასით ხნის. „საპრემიო პრაქტიკა ყოველთვის არსებობდა, ეს არ იყო არანაირი დანაშაული არასოდეს, მაშინ როცა 300 ლარია ხელფასი დამატებით სადღესასწაულოდ პრემიების გაცემა არ არის დანაშაული",-აღნიშნავს ნასარიძე. პრემიები მიიღეს ასევე აბაშის, სენაკის, მარტვილისა და მესტიის გამგეობისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა. 17 910 ლარის ოდენობის პრემია მიიღეს თვითმმართველ ქალაქ ფოთის საკრებულოს სამსახურის თანამშრომლებმა. თანამშრომლებზე პრემიები არ გაუცემულა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმნისტრაციაში და ასევე წალენჯიხის, ხობისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის თვითმართველ ორგანოებში. საერთო ჯამში გაცემული პრემიების რაოდენობამ აღნიშნული 5 მუნიციპალიტეტის გამგეობაში 573 313 ლარი შეადგინა, ხოლო საკრებულოებში 202 015 ლარი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.