რუბრიკები
ფერმერებს ზუგდიდში პროგრამა "დანერგე მომავალი" გააცნეს (ვიდეო)
ზუგდიდში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ფერმერებს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს პროექტში "დანერგე მომავალი" შეტანილი ცვლილებები გააცნეს.  შეხვედრა ზუგდიდის გამგეობის სააქტო დარბაზში გაიმართა. პროგრამის მენეჯერის ლევან დოლიძის თქმით, პროექტის მეორე ეტაპის დაწყებისთანავე ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო, თუმცა, უცვლელი დარჩა სახელმწიფო დაფინანსების პრინციპი. პროგრამაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, ქვეყნის ყველა რეგიონში 5 ჰექტარის ნაცვლად მიწის მინიმალური ფართობი 1 ჰექტარით განისაზღვრა. ახალი დადგენილებით, ბენეფიციარს შესაძლებლობა ექნება პროგრამით რამდენჯერმე ისარგებლოს, თუმცა, დაფინანსება ჯამში 100 000 ლარს, ხოლო გაშენებული ბაღის ფართობი 20 ჰექტარს  არ უნდა აღემატებოდეს.  ასევე, რეგიონებს ინტენსიური ბაღების გაშენებისთვის ახალი კულტურები დაემატა. გარდა ამისა, დასავლეთ საქართველოში (გურია, აჭარა და სამეგრელო) თხილის კულტურის გაშენების შემთხვევაში მოიხსნა შეზღუდვა წვეთოვანი სარწყავი სისტემის სავალდებულო მოწყობის თაობაზე. "კრიტერიუმების შეცვლის ძირითადი მოტივი იყო უფრო მეტ მოქალაქეს მიეღო პროგრამაში მონაწილეობა", - თქვა ლევან დოლიძემ. სოფლის მეურნეობის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის "დანერგე მომავალი" განხორციელება თებერვლის თვიდან დაიწყო. მისი მიზანია,  მრავალწლოვანი ინტენსიური ბაღების  გაშენება და სანერგე მეურნეობის მოწყობა.  აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება.  პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1 200 ჰა-ზე თანამედროვე ტიპის ბაღების და 30-40 ახალი სანერგე მეურნეობის გაშენება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.