რუბრიკები
კახა მიქაიას საკრებულომ შესაძლოა უფლებამოსილება შეუწყვიტოს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, კახა მიქაიას უახლოეს სხდომაზე შესაძლებელია უფლებამოსილება შუწყვიტონ. დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ შესაბამისი კომისია დასკვნას ამზადებს და საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს. ამასთან, ამავე სხდომაზე საკრებულოს წევრები კიდევ ერთი დეპუტატის - ცოტნე მურღულიას უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ იმსჯელებენ. კახა მიქაია თემის საკრებულოში პარტია „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით შევიდა, ხოლო ცოტნე მურღულია სოფელ კორცხელის მაჟორიტარი დეპუტატია პარტია "თავისუფალი დემოკრატებიდან". ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, დეპუტატს უფლებამოსილება უწყდება, თუ ის არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში არ მონაწილეობდა. კახა მიქაიას საკრებულოს სხდომებს პროტესტის ნიშნად, გასული წლის 30 დეკემბრის შემდეგ არ ესწრება. საკრებულოს სამანდატო კომისიის თავმჯდომარე მაიზერ ნანავას თქმით, მათ კახა მიქაიას წერილი 2-ჯერ გაუგზავნეს, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ. „კომისიას არანაირი დოკუმენტი არ გააჩნია იმისთვის, რომ კახა მიქაიას გაცდენები საპატიოდ ჩაუთვალოს“, - თქვა რადიო „ათინათთან“ საუბარში მაიზერ ნანავამ. საკრებულოს წევრი კახა მიქაია ამბობს, რომ საკრებულოს მისთვის უფლებამოსილება, გაცდენების გამო, ამ დრომდე უნდა შეეწყვიტა. მისი თქმით, კანონი ყველასთვის კანონი უნდა იყოს და ის უნდა აღსრულდეს. „ბოლოს შემპირდნენ, რომ უახლოს სხდომაზე განიხილავდნენ ჩემს საკითხს. ეს თანამდებობა მიჩუქნია მათთვის. თანამდებობა არასოდეს არ მაინტერესებდა და ბრძოლას მის გარეშეც ვაგრძელებ. ჩემი 25 წლიანი ბრძოლა, ქვეყანაში დემოკრატიის გასამარჯვებლად, ნატოსა და ევროკავშირისკენ სწრაფისათვის და იმისათვის, რომ ეს ქვეყანა საბოლოოდ მოწყდეს რუსულ ორბიტას, გრძელდება”, - თქვა კახა მიქაიამ. იმ შემთხვევაში, თუ საკრებულო ხმათა უმრავლესობით მიქაიას უფლებამოსილების შეწყვეტას შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, მისი ადგილმონაცვლე პარტია „ქართული ოცნების“ წევრი და ერთ-ერთი დამფუძნებელი ჯონი ზარანდია იქნება. გასული წლის 30 დეკემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა კახა მიქაიამ საკრებულოს თავმჯდომარის ლაშა გოგიას იმპიჩმენტი მოითხოვა. ამის შემდეგ, მიქაიამ საკრებულოს სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა. „მე მივიღე გადაწყვეტილება, სანამ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე იქნება სააკაშვილის კუდი-ს ყოფილი თანამშრომელი და “ზონდერების” ბრიგადირი, მე საკრებულოს სხდომებს არ დავესწრები“ - თქვა მაშინ კახა მიქაიამ. კახა მიქასიასგან განსხვავებით, საკრებულომ ცოტნე მურღულიასგან წარილი მიიღო, სადაც ის გაცდენების მიზეზად ქ. ლონდონში, უმაღლეს სასწავლებელში სწავლას ასახელებს. ამავე წერილში ის საკრებულოს დეპუტატებს თხოვნით მიმართავს, რომ გაცდენები საპატიოდ ჩაუთვალონ. თუ დეპუტატები მურღულიას თხოვნას არ გაითვალისწინებენ და მას უფლებამოსილება შეუწყდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 8 °C
img
სოხუმი 9 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 0 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.