რუბრიკები
ზუგდიდში ბეტონის ახალი ქარხანა გაიხსნა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში ბეტონის ახალი ქარხანა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და პოლონური საერთაშორისო ჰოლდინგის, „ტინეს კაპირალ ჯგუფის“ პრეზიდენტმა ტომას შუბამ გახსნეს. გუბერნატორმა კომპანიის ხელმძღვანელობას რეგიონში განხორციელებული ინვესტიციისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კომპანიამ უკვე დაასაქმა 45 ადგილობრივი მცხოვრები და სამომავლოდ ინვესტიციების ზრდასთან ერთად გეგმავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასაც."ტინეს ჯგუფის" პრეზიდენტის თქმით, კი კომპანია მომავალში აპირებს აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში. ბეტონის ახალი ქარხნის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია და კომპანიის წარმომადგენლობა, რომლებმაც განაცხადეს, რომ საქართველოში შექმნილია მიმზიდველი, თავისუფალი ბიზნესგარემო და ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება მზადაა ნებისმიერი მსგავსი წამოწყებისას კომპანიას გვერდში დაუდგეს. პოლონური კომპანია საქართველოში უახლოეს პერიოდში გეგმავს გაზარდოს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბეტონის ქარხნის წარმადობა. გახსნის ცერემონიალს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ბიზნესმენები დაესწრნენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.