რუბრიკები
ზუგდიდში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი კვლავ გამოცხადდა
ენგურ-ქაღალდ კომბინატში საფაეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი ქალაქ ზუგდიდის მერიამ გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 800 000 ლარს შეადგენს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, წინადადებების მიღება 28 ოქტომბერს დაიწყება და ის ორ დღეში - 30 ოქტომბერს დასრულდება. გასულ თვეში სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი ორჯერ გამოცხადდა. პირველ შემთხვევაში, ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანია, რომელიც რუსეთის ფედერაციაში იყო რეგისტრირებული, სატენდერო კომისიის მიერ დისკვალიფიცირებულ იქნა. სამშენებლო კომპანიას, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, უარი არასრულყოფილი დოკუმენტების წარდგენის გამო ეთქვა. მეორედ სამშენებლო კომპანიებმა ტენდერში მონაწილეობა არ მიიღეს. შესაბამისად, ტენდერი არ შედგა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, “ფიფას” სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა სამ ეტაპად იგეგმება. პირველი ეტაპი 2015 წლის 10 დეკემბრამდე დასრულდება, მეორე ეტაპი – 2016 წლის 10 დეკემბრამდე , ხოლო მესამე , ბოლო ეტაპი - 2017 წლის შემოდგომაზე. სტადიონის სამშენებლო პროექტი „თბილქალაქ პროექტმა“ მოამზადა. მისი ღირებულება ჯამში 16 მლნ ლარს შეადგენს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან ერთად, შამადელაში ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 20 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.