რუბრიკები
ზუგდიდში კანალიზაციის სისტემის მშბნებლობას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს
ქალაქ ზუგდიდში კანალიზაციის სისტემის სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი 75 მილიონი ლარით დააფინასებს. აღნიშნული თანხით, მესტიაში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობაც უნდა აშენდეს. მშენებლობა 2016 წელს დაიწყება და ის 2019 წლეს უნდა დასრულდეს. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ხელშეკრულებას საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის, „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5“-ის განხორციელების მიზნით, ხელი მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს მოეწერა. ცნობისთვის: საქართველოში 2011-2019 წლებში ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროექტების დასაფინანსებლად საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის 2011 წელს ხელი მოეწერა „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულებას (FFA) 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხზე. პროგრამა ითვალისწინებს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის გასაუმჯობესებლად პროექტების განხორციელებას ქვეყნის 7 ტურისტულ ცენტრსა და მსხვილ ურბანულ დასახლებაში (მესტია, ანაკლია, ქუთაისი, ფოთი, ურეკი, ზუგდიდი, მარნეული). FFA-ის ფარგლებში ამჟამად მიმდინარეობს 4 პროექტი ჯამურად დაახლოებით 326 მლნ აშშ დოლარის ოდენობით: I პროექტი: მესტიაში და ანაკლიაში წყალმომარაგების სათავე ნაგებობების მშენებლობა, წყალმომარაგების სისტემების ნაწილობრივ მშენებლობა-რეაბილიტაცია ქუთაისსა (I ფაზა) და ფოთში. ურეკის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების ნაწილობრივი მშენებლობა; II პროექტი: ანაკლიასა და მესტიაში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია; III პროექტი: ქალაქ ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და ურეკში წყლისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობა; IV პროექტი: ქალაქ ზუგდიდში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა და ფოთში კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები, მათ შორის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.