რუბრიკები
ზუგდიდელ ამომრჩევლებს თვითმმართველობის მუშაობის ანგარიში ჩააბარეს (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ამომრჩევლთა ნაწილს მუშაობის ანგარიში ჩააბარეს. შეხვედრა სტალინისა და რუსთაველის ქუჩების მცხოვრებლებთან გაიმართა. განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ და ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ ისაუბრეს. მათი თქმით, ხელისუფლება წინასაარჩევნო დაპირებებს ასრულებს, თუმცა ყველა პრობლემა ერთბაშად ვერ მოგვარდება. მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მოქალაქეებს უთხრეს, რომ კანალიზაციის, 24 საათიანი წყალმომარაგებისა და სხვა აქტუალური ინფრასტუქტურული საკითხები ზუგდიდში უახლოეს წლებში გადაწყდება. თავის მხრივ, მოქალაქეებმა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების აუცილებლობასა და დასაქმების პრობლემაზე გაამახვილეს ყურადღება. საჯარო მოხელეებმა ამომრჩევლებს შეხვედრაზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადეს და თვითმმართველობის საქმიანობაში უფრო მეტი ჩართულობისკენ მოუწოდეს. მსგავსი შეხვედრები მოსახლეობასთან ქალაქის სხვადასხვა უბნებშიც იგეგმება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.