რუბრიკები
გამგეობის წინ მწოლიარე მოშიმშილე დახმარებას ითხოვს
დღეს დილიდან ზუგდიდის გამგეობის შემობის წინ 78 წლის ციალა ჯოჯუამ უვადო შიმშილობა გამოაცხადა. ჯოჯუა ადგილობრივი ხელისუფლებისგან საკუთარი ბინის დაბრუნებაში დახმარებას ითხოვს, რომელიც, მისი მტკიცებით, ბინის ამხანაგობის თავმჯდომარე ციცო მამარდაშვილმა და გამგეობის აიპ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა ზურაბ ალანიამ თაღლითური გზით წაართვეს. ციალა ჯოჯუას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, რის გამოც გამგეობის შენობასთან ის ქალიშვილმა ლალი ცირდავამ მიიყვანა. „თუ ადგილობრივი ხელისუფლება დახმარებას არ გაგვიწევს, ჩვენ მთავარი პროკურატურის ან სხვა სახელმწიფო უწყების შენობასთან გადავინაცვლებთ“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ლალი ცირდავამ. მედიასთან დღესვე კომენტარი გააკეთა ბრალდების ერთ-ერთმა ადრესტმა ზურაბ ალანიამ, რომელიც ამტკიცებს, რომ ჯოჯუამ და მისმა შვილმა კუთვნილი ბინები მიიღეს და მათი მოთხოვნა უსაფუძვლოა. "თავის დროზე ჯოჯუამ და მისმა შვილმა 10 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ბინები მიიღეს, რის სანაცვლოდაც 2 სართულიან კორპუსში კუთვნილი ძველი ბინა უნდა დაეთმოთ და ასეც მოხდა. როგორც გავიგე, მოგვიანებით მათ ახალი ბინები გაყიდეს და ახლა იმ ძველი ფართის დაბრუნებას ითხოვენ, რომელცი უკვე სხვაზეა განაწილებული", - განმარტა ალანიამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.