რუბრიკები
„ქართული ოცნება": "არჩევნები უპრეცედენტოდ დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს"
„ქართული ოცნების“ მარტვილის საარჩევნო შტაბში „პატრიოტთა ალიანსის“ განცხადებებს პასუხობენ და აცხადებენ, რომ მათი მისამართით გამოთქმული ბრალდებები აბსურდულია. შტაბის იურისტის გოჩა ავალიანის თქმით, ოპონენტი პარტია მათ წინააღმდეგ გაყალბების ვერც ერთ კონკრეტულ ფაქტს ვერ მოიყვანს. „ცალსახად გეტყვით, რომ არჩევნები მარტვილში უპროცედენტოდ მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს. ყველა ამომრჩეველს აქვს თავისუფალი ნების გამოხატვის შესაძლებლობა. გაყალბება არის სისხლის სამართლის დანაშაული და თუ ჩვენს ოპონენტს აქვს კონკრეტული ფაქტი, შეუძლია სამართალდამცველ ორგანოებს მიმართოს და ამას დაუყოვნებლივ მოყვება რეაგირება. თუმცა, ეს ქალბატონი ვერც ერთ კონკრეტულ ფაქტს ვერ მოიყვანს, იმიტომ რომ ასეთი რამ არ მომხდარა“, - აცხადებს ავალიანი. შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ მარტვილის საარჩევნო შტაბის უფროსის ადა მარშანიას მტკიცებით, ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებას გეგმავს, რა მიზნითაც ამომრჩევლების მოსყიდვა მიმდინარეობს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 8 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 0 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.