რუბრიკები
ზუგდიდის მერიას 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი მზად აქვს
2016 წლის ბიუჯეტის პროექტი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას უკვე შემუშავებული აქვს. კანონის შესაბამისად ის საკრებულოს განსახილველად 2015 წლის 15 ნოემბერს წარედგინება. როგორც "ათინათს" მერიის პრესსამსახურის უფროსმა მაია ღუბელაძემ განუმარტა, 2016 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია; ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება; კულტურის, განათლების,სპორტის, ძეგლთა დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის პროგრამების ხელშეწყობა და ქალაქის კეთილმოწყობის ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა იქნება. ამასთან, "ათინათს" ქალაქის საკრებულოს პრესსამსახურში განუმარტეს, რომ უწყება 10 დღის ვადაში პროექტს შეისწავლის და ამავე ვადაში შენიშვნების არსებობის შემთხვევაში მერიას დაუბრუნებს, რომელიც თავის მხრივ ვალდებულია, შენიშვნები გაითვალისწინოს და 10 დეკემბრამდე ისევ საკრებულოს გადაუგზავნოს. 10 დეკემბრიდნ არაუგვიანეს 31 დეკემბრამდე კი საკრებულომ ახალი ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.