რუბრიკები
გაცდენების გამო შეწყვეტილი უფლებამოსილება (ვიდეო)
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს კახა მიქაიას და ცოტნე მურღულიას საკრებულოს სხდომაზე დეპუტატის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტეს. სამანდატო კომისიის თავმჯდომარე მაიზერ ნანავამ სხდომაზე განმარტა, რომ მიქაია და მურღულია, ბოლო 6 თვის განმავლობაში საკრებულოს სხდომებს არ დასწრებიან.  ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, ამ შემათხვევაში, მათ უფლებამოსილება უწყდებათ. შეგახსენებთ, კახა მიქაიას საკრებულოს სხდომებს პროტესტის ნიშნად გასული წლის 30 დეკემბრიდან არ დასწრებია, მას შემდეგ, რაც მან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის ლაშა გოგიას იმპიჩმენტი მოითხოვა. „მე მივიღე გადაწყვეტილება, სანამ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე იქნება სააკაშვილის კუდი-ს ყოფილი თანამშრომელი და “ზონდერების” ბრიგადირი, მე საკრებულოს სხდომებს არ დავესწრები“ – თქვა მაშინ კახა მიქაიამ. ცოტნე მურღულიამ საკრებულოს წერილით მიმართა, რომელშიც ის გაცდენების მიზეზად ქ. ლონდონში უმაღლეს სასწავლებელში სწავლას ასახელებდა. თუმცა, დეპუტატებმა მუღღულიას თხოვნა, გაცდენების საპატიოდ არ ჩათვლის შესახებ არ გაითვალისწინეს. კახა მიქაია, მომხდარზე კომენტარს, სავარაუდოდ, დღეს გააკეთებს და რადიო „ათინათი“ მას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.