რუბრიკები
სიტყვიერი დაპირისპირება ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ეკონომიკისა და ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ქოჩუა და საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძე ერმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. კამათი საკრებულოს სხდომაზე წითლიძის შენიშვნას მოჰყვა. დეპუტატის თქმით, აღნიშნული კომისიის სხდომების შესახებ მისი დაუწყება დროულად არ ხდებოდა, შესაბამისად, ის სხდომებს ვერ ესწრება და აქედან გამომდინარე, ხმას ვერ მისცემს იმ საკითხებს, რომლებიც ამ კომისიის სხდომაზე უნდა განეხილათ. სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა თენგიზ ქოჩუას გაღიზიანება. მან საკრებულოს წევრი არასწორი ინფორმაციის გაჟღერებაში დაადანაშაულა და პროვოკატორი, უზრდელი უწოდა. წითლიძეს მისი თანაპარტიელი ბათლომე შელია გამოესარჩლა. მან კომისიის თავმჯდომარეს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ისე იქცევი თითქოს რამეს წარმოადგენდე“. დეპუტატებს შორის კამათი რამდენიმე წუთს გაგრძელდა. გარდა ამისა, საკრებულოს სხდომაზე კიდევ ერთი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამჯერად ერთმანეთს ანი წითლიძე და ქალაქის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი მურთაზ ბოკუჩავა დაუპირისპირდნენ. მიზეზი მერიის იურიდიული სამსახურის თანამშრომლის დაწინაურება გახდა. გუშინ, 5 ნოემბერს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ოფისში საკრებულოს ინიციატივით, ეთიკის კოდექსის პრეზენტაცია გაიმართა. ქ.ზუგდიდის საკრებულოს საკუთარი ეთიკის კოდექსი აქვს, რომლის პრინციპებია: საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხის ერთგულება, ადამიანის უფლებების, თავისუფლებისა და ღირსებების პატივისცემა, პატიოსნება, საქვეყნოობა, ანგარიშვალდებულება ამომრჩევლის წინაშე, კაცთმოყვარეობა და დათმენის უნარი, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, ტოლერანტობა და სხვ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.