რუბრიკები
"საუბრები გენდერზე" - შეხვედრა სტუდენტებთან ზუგდიდში
„გენდერული საუბრები“ ამჯერად შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილობით შედგა. ღონისძიებას სხვა მსურველებიც დაესწრნენ. შეხვედრაზე ნაჩვენები იყო თემატური ფილმი, რომლის გარჩევასაც დისკუსია მოჰყვა. დისკუსიის შედეგად აღმოჩნდა, რომ დამსწრეთა ნაწილისთვის ჯერ კიდევ პრობლემად რჩება საკითხი, თუმცა მათი დიდი ნაწილი გენდერული თანასწორობის მოხმრეა და თვლის, რომ ამმხრივ რეგიონის განვითარებისთვის ინტენსიური საინფორმაციო ხასიათის აქციები და შეხვედრებია საჭირო. საუბარი იყო გენდერულ კვოტირებაზეც, რასაც დამსწრე სტუდენტების დიდი ნაწილი დაეთანხმა. ცნობისთვის, “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის”, რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასათან ერთად არის იმ საკანონმედებლო ინიციატივის ხელმომწერი, რომელიც სავალდებულო გენდერულ კვოტირებას გულისხმობს და რომელსაც უკვე მხარდაჭერა გამოუცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა. არის ხელმოწერილი საკანონმდებლო წინადადება, რომელიც 2015 წლის 10 ივნისს დარეგისტრირდა პარლამენტში და რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. წინადადების მიხედვით, პოლიტიკურმა პარტიებმა საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო რეგისტრაციისათვის სიების წარდგენისას აუცილებელი გენდერული კვოტა უნდა დაიცვან. პარლამენტის მიერ ინიციატივის მიღების შემთხვევაში, მომავალი არჩევნების შედეგად, პარლამენტში ქალებისათვის მინიმუმ 25%-იანი წარმოამდგენლობა იქნება უზრუნველყოფილი. „ჟურნალისთტა ქსელი გედერული თანაწორობისთვის“ მიიჩნევს, რომ წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა მონაწილეობის გაზრდა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ხელს შეუწყობს სოციალური პრობლემების აღმოფხვრას და გაზრდის დემოკრატიის ხარისხს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.