14 ნოემბერს ფოთში სახალხო დღესასწაული ,,ფაზისობა“ ჩატარდება. ფოთის ქუჩებში მოეწყობა იმპროვიზირებული მასკარადი. მსვლელობა გაიმართება აღმაშენებლის ქუჩის გავლით, ნიკოლაძის ძეგლიდან- რუსთაველის რკალამდე. ქალაქის ცენტრალურ პარკში მოეწყობა გამოფენები. მოხდება მითიური გმირების გაცოცხლება, რაც კოლხეთის და ფაზისის ისტორიულ წარსულთან არის დაკავშირებული.
ფაზისობის ღონისძიებაში ჩაერთვებიან როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების მოსწავლეები და მუსიკალური სტუდიების წარმომადგენლები. "ფაზისობაზე" ფოთის საპატიო მოქალაქეებს დაასახელებენ. დღესასწაულს თბილისიდან მოწვეული მომღერლები დახურავენ.
.სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.
|


მასალის გამოყენების პირობები