რუბრიკები
ახალი საბავშვო ბაღი ჩხოროწყუში
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საზეიმო ვითარებაში სამეგრელო-ზემოსვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორმა ლევან შონიამ და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ გახსნეს. ბაღის მშენებლობა 2014 წლის სექტემბერში დაიწყო.სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 222 221 ლარით დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში შენობაში მოეწყო საძინებელი, გასართობი ოთახი, სამზარეულო, სველი წერტილები და აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით.თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალი საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი.დასაქმებულია 6 ადამიანი. დაგეგმილია ასევე ეზოს კეთილმოწყობა, სადაც განთავსდება საბავშვო ატრაქციონები.სოფელში ამ დრომდე ბავშვებს უსახურ, არასტანდარტულ შენობაში უწევდათ ყოფნა. წლის ბოლომდე ჩხოროწყუში კიდევ 3 ახალი საბავშვო ბაღი შევა ექსპლუატაციაში (ჭოღა, ახუთი ჩხოროწყუს ცენტრი). საბავშვო ბაღის გახსნას გარახაში ადგილობრივი ხელისუფლების და ჩხოროწყუს სკოლამდელი სააღზმრდელო დაწესებულებების გაერთიანების წარმომადგენლები დაესწრნენ. ჩხოროწყუში სულ 34 საბავშო ბაღია, აქედან ოცდაათს წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.