Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/images2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
სააღდგომო პასკის რეცეპტი
მასალა:
2კგ ფქვილი, 400 გ შაქარი, 4 კვერცხი, 7ც ილი, 1ც ჯავზის კაკალი, 200 გ კარაქი, 0,5ლ რძე, 2ს/კ საფუარი, 1ს/კ ზეთი, ვანილი, ცოტა მარილი, ქიშმიში, ნახევარი ს/კ სპირტზე დაყენებული ზაფრანა. მომზადების წესი: საფუარი გავხნათ 250 მლ თბილ რძეში, დავუმატოთ 2ს/კ შაქარი, ნახევარი კილოგრამი ფქვილი, კარგად შევფუთოთ და დავდოთ გასაფუებლად თბილ ადგილზე (მასამ 2-ჯერ უნდა მოიმატოს). ცალკე მოვამზადოთ 4 კვერცხისა და დარჩენილი შქარის გოგლი-მოგლი, დავამატოთ დარჩენილ რძეში გახსნილი კარაქი, სანელებლები, ზეთი, ქიშმიში და ამოსული საფუვრის მასა. ნელ-ნელა შევაზილოთ დარჩენილი ფქვილი და დიდხანს ვზილოთ, დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში (ცომი ხელს არ უნდა ეკრობოდეს). მოზელილი ცომი გადავიტანოთ დიდ ჭურჭელში, რადგან გაფუების შემდეგ მისი მოცულობა საგრძნობლად მატულობს. 3-4 ჩაზელის შემდეგ ცომი წინასწარ მომზადებულ ფორმებში გადავიტანოთ, რომელსაც ზეთი უნდა წავუსვათ და მანანის ბურღული მოვაყაროთ (რომ არ მიიკრას). ფორმები ცომით მათი მოცულობის 1/4 –ზე შევავსოთ, ცოტა ხანს კიდევ გავაჩეროთ, თავზე რძეში გახსნილი კვერცხის გულის ნაზავი წავუსვათ და გახურებულ ჰაერღუმელში დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში შევდგათ (დიდი ზომის პასკას გამოსაცხობად 1 საათამდე სჭირდება). გაზქურის სიმხურვალე საშუალო უნდა იყოს, ღუმელი კი ცხობის დასრულებამდე არ გამოაღოთ, რათა პასკა არ ჩავარდეს. მზა პასკა ფორმებიდან ფრთხილად ამოვაწყოთ და დასარბილებლად ტილოს ნაჭერი გადავაფაროთ. გაგრილების შემდეგ თავზე შაქრის პუდრი მოვაყაროთ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.