მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
უცხიმო ხაჭო – 500 გრ.
შაქარი – 100 გრ.
რძე – 200 – გრ.
ჟელატინი – 15 გრ.
მარწყვი – 350 გრ.
მარწყვის ჟელე – 2 პაკეტი. ვანილი.
მომზდების წესი:
100 გრამ წყალში ჩაალბეთ ჟელატინი 30 წუთით. მარწყვის ჟელე მოამზადეთ პაკეტზე მითითებული რეცეპტის მიხედვით. სილიკონის ყალიბში მოათავსეთ გარეცხილი მარწყვი, მოასხით გამზადებული მარწყვის ჟელე და შედგით მაცივარში გასაგრილებლიდ. ბლენდერში ერთად ათქვიფეთ ხაჭო, შაქარი, რძე და ვანილი.
წყალში გაფუებული ჟელატინი შემოდგით დაბალ ცეცხლზე, არ მიიყვანოთ ადუღებამდე, გადმოდგით და ჩაუმატეთ ათქვეფილ ხაჟოს. როდესაც მარწყვის ჟელე გაგრილდება, ზემოდან მოასხით ხაჟოს კრემი და კვლავ შედგით მაცივარში. გაცივების შემდეგ გადმოაპირქვავეთ ლანგარზე და გაიტანეთ სუფრაზე.
მასალის გამოყენების პირობები