ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივნისს დაიწყება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივნისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. გამოცდების განრიგი მაისის ბოლოს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge) გამოქვეყნდება. მაისის ბოლოდან საგამოცდო ბარათების დარიგებაც დაიწყება.
"წელს საქართველოს მასშტაბით 18 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 42 000-მდე აბიტურიენტი, 8 000-ზე მეტი გრანტის გაუმჯობესების მსურველი, 9 500-ზე მეტი მაგისტრანტი და 25 000 - ზე მეტი მასწავლებელი დარეგისტრირდა. აბიტურიენტთა უმეტესობამ, 30 000-მდე აპლიკანტმა, უცხო ენად ინგლისური აირჩია. რაც შეეხება არჩევით საგნებს, ყველაზე მეტ 14 500-მდე აბიტურიენტს ისტორია აქვს მითითებული, 11 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა კი ჩასაბარებელ საგნად გეოგრაფია აირჩია", - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
მასალის გამოყენების პირობები