18 მაისს ანაკლიაში ბაჩო ახალაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
ყოფილი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრის მხარდასაჭერად საკურორტო ზონაში ასობით ადამიანის მობილიზებას გეგმავენ ახალიას ოჯახის წევრები.
აქცია ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის ინიციატივით იმართება.
„პირველ რადიოსთან“ ინტერვიუში ანი ნადარეიშვილმა აღნიშნა, რომ 18 მაისს შეკრებილ საზოგადოებას, იურისტები, სამხედროები და პოლიტიკოსები მიმართავენ.
„გაიმართება ფილმის ჩვენება. გამომსვლელებს შორის იქნებიან, იურისტები, სამხედროები, პოლიტიკოსები. რამდენიმე ათას კაციან მანიფესტაციას ვგეგმავთ.“ – განაცხადა ნადარეიშვილმა
მასალის გამოყენების პირობები