
დაბალ ცეცხლზე გაადნეთ 450 გრამი რძიანი შოკოლადის ნატეხები 25 გრამ კარაქთან ერთად. თან მუდმივად ურიეთ, ერთგვაროვანი მასის მისაღებად. შემდეგ გადაასხით თასში. მარწყვებს ყუნწის მხარეს ჩაასეთ ჩხირი და ამოავლეთ შოკოლადში. შემდეგ უკვე შეგიძლიათ წვრილად დაჭრილი თხილი მოაყაროთ და გასაშრობად დაალაგოთ ცხიმწასმულ პერგამენტის ქაღალდზე.
ასე მოამზადებთ საშუალოდ 30 შოკოლადიანი მარწყვს სულ რაღაც 15 წუთში.
მასალის გამოყენების პირობები