Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/patriarqi2-mza.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
პატრიარქი დღეს ხობს ესტუმრება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს ხობს ესტუმრება. უწმინდესი სოფელ პირველ მაისში ახლად აშენებულ ყოვლადწმინდის ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების, წმიდისა დიდმოწამე გიორგისა და წმიდისა მღვდელმთავრისა და საკვირველმოქმედისა ნიკოლოზის საეკლესიო კომპლექს მოინახულებს.უწმინდესი ასევე მონაწილეობას მიიღებს კომპლექსში შემავალი წმიდა ცოტნე აღმსარებლის სახელობის სულიერ-საგანმანათლებლო ცენტრის პრეზენტაციაში. სოფელ პირველ მაისში, ბათუს მთაზე, საეკლესიო კომპლექსის დამაარსებელი ხობის საპატიო მოქალაქე, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ხობის" პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ხობის რაიონიდან გოდერძი ბუკიაა. ტაძრის საძირკველი 2006 წელს ბზობის დღესასწაულზე, ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა გრიგოლმა აკურთხა. საეკლესიო კომპლექსის პროექტის ავტორი ხუროთმოძღვარი რევაზ ჯანაშიაა. სამშენებლო სამუშაოები შეასრულა შპს "ლომბადამ", ხატმწერი - დავით ხიდაშელი. საეკლესიო კომპლექსი, მშენებლობის პროცესში, 2007 და 2009 წლებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ორჯერ მოინახულა. კომპლექსს გარს ხობის ქვით ნაშენი გალავანი აკრავს. თავად ტაძარი კი წარმოადგენს ექვსაბსიდიან ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას, რომლის თაღებქვეშაც არის ერთი საშუალო და ორი მცირე ზომის საკურთხეველი. კომპლექსს საფუძვლად ქრისტეს მონოგრამა უდევს და იგი X-XI საუკუნის კაცხის მაცხოვრის ეკლესიის ანალოგია, რომლის მსგავსიც თანამედროვე ტაძრებს შორის არ გვხდება. მთლიანად ტაძარს წრიული ფორმა აქვს და ეკლარის ქვითაა მოპირკეთებული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.