ეკო-აქცია საკრებულოსა და გუბერნიის აპარატის წევრების მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიების მიზანი ქალაქის დასუფთთავების ტრადიციად ქცევაა. ლატვიის საელჩოს ინიციატივა მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება და მომავალში ეკო აქციები საქართველოს სხვა რეგიონებსაც მოიცავს.
ლატვიის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა საქართველოში ელიტა გაველემ აღნიშნა, რომ მსგავსი აქციები ლატვიაში ყოველყლუირად იმართება და მასში მონაწილეობას მოსახლეობის ძალინ დიდი ნაწილი იღებს.
„ჩემი იდეა იყო ზუგდიდისა და იურმალას დამეგობრების ფარგლებში ზუგდიდში სხვადასხვა აქციები ჩატარებულიყო, ერთ-ერთი გახლავთ დასუფთავების აქცია ისეთ პატარა ქალაქში, როგორიც არის ზუგდიდი. ჩვენ ამით მიმართულებას ვაძლევთ ახალგაზრდებს, თუ როგორ უნდა დაასუფთაონ საკუთარი ქალაქი და როგორ იყვნენ აქტიურები-,"აღნიშნავს ელჩი.
ლატვიის საელჩოს წარმომადგენლებს ინიცატივისთვის მადლობა გადაუხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა თენგიზ გუნავამ და აღნიშნა, რომ მსგავსი აქციები ხელს შეუწყობს ბოტანიკური ბაღის ძველი იერსახის აღდგენას.
მასალის გამოყენების პირობები