ლეგენდარულმა მუსიკოსმა ბრაზილიაში ახალი მსოფლიო ტურნე დაიწყო. მისი გამოსვლით არა მარტო თანყვანისმცემლები დაინტერსედნენ.
სოფიტების კაშკაშა შუქმა ათობით მწერი მოიზიდა. ისინი სცენაზე დაფრინავდნენ, აპარატურას, ინსტრუმენტებს და თავად მაკარტნის ესეოდნენ.
სერ პოლმა მოთმინება გამოიჩინა, სიტუაცია სათავისოდ გამოიყენა და დაუპატიეჟებელი სტუმრები შოუს მონაწილეებად აქცია. ერთი მათგანი კი განსაკუთრებით გამოარჩია.
მაკარტნიმ კონცერტი ცნობილი ჰიტით Hey Jude განაგრძო. ახალი მეგობარი ჰაროლდი ამ დროს მომღერლის მხარზე მოკალათდა და გაფრენა არც უფიქრია. ასე რომ მუსიკოსს, დარჩენილი პროგრამის შესრულება უჩვეულო დუეტში მოუხდა.
მასალის გამოყენების პირობები